პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიპოვებენ შესაბამის ინფორმაციას კონკრეტულ პიროვნებაზე, გააკეთებენ ნაშრომის წარდგენას.
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაიგონ მოცემულ პიროვნებასთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია რაც მათთვისაა ცნობილი, როგორც მისი პირადი ცხოვრების ასევე მისი მოღვაწეობის შესახებ.გაეცნობიან სურათებს , ვიდეო ფაილებს და გამოიყენებენ მოძიებულ ინფორმაციას პროექტისათვის.შეეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას,ჯგუფში მუშაობას,აზრების გაცვლა-გამოცვლას,კვლევის უნარ-ჩვევებს.
პროექტის მიზნები/შედეგები:მოსწავლეები შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის დაჯგუფებას,თვალსაჩინოებით გაფორმებას, ინფორმაციის სწორად ორგანიზებას,თემის გასაგებად წარმოდგენას, შეძლებენ დასკვნის გაკეთებას.
მონაწილეთა ასაკი: IX კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,ინტერნეტი, www.google.ge , www.youtube.com, საპრეზენტაციო პროგრამა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.შევარჩევთ პროექტის თემას და დავსვავთ მის გარშემო კითხვებს
2.ჩამოვაყალიბებთ 6 მოსწავლიან ჯგუფებს,სულ სამ ჯგუფს,შევარჩევთ ჯგუფის მონაწილეებს ისე, რომ ყველა ჯგუფში იყოს ყველა დონის მოსწავლე.
- I ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ვალენტინა ტერეშკოვაზე
- II ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას როჯერ ფედერერზე
- III ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ფერნანდო მაგელანზე
3.ვისაუბრებთ პროექტის შესასრულებლად საჭირო საშუალებებზე, ძიების საგანზე, ხანგრძლივობაზე,გამოსაყენებელ მასალებზე.
4.გავარკვევთ მოსწავლეთა მოვალეობებს, ავირჩევთ ჯგუფების ლიდერებს.
5.პროექტს წარმოვადგენთ საპრეზენტაციო პროგრამით power point-ით.
6.შევქმნით შეფასების რუბრიკას.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოცემული პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა საგნებთან კავშირს ისტორიასთან,სპორტთან,გეოგრაფიასთან.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინა ჩინჩალაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: chinchaladze.marina1986@gmail.com
იხილეთ შეფასების რუბრიკა
ი
პ