Saturday, June 27, 2015

პროექტი

პროექტის თემა:    ექსტრაორდინალური პიროვნება
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიპოვებენ შესაბამის ინფორმაციას კონკრეტულ პიროვნებაზე, გააკეთებენ ნაშრომის წარდგენას.
პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაიგონ მოცემულ პიროვნებასთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია რაც მათთვისაა ცნობილი, როგორც მისი პირადი ცხოვრების ასევე მისი მოღვაწეობის შესახებ.გაეცნობიან სურათებს , ვიდეო ფაილებს და გამოიყენებენ მოძიებულ ინფორმაციას პროექტისათვის.შეეჩვევიან ურთიერთთანამშრომლობას,ჯგუფში მუშაობას,აზრების გაცვლა-გამოცვლას,კვლევის უნარ-ჩვევებს.
პროექტის მიზნები/შედეგები:მოსწავლეები შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის დაჯგუფებას,თვალსაჩინოებით გაფორმებას, ინფორმაციის სწორად ორგანიზებას,თემის გასაგებად წარმოდგენას, შეძლებენ დასკვნის გაკეთებას.
მონაწილეთა ასაკი: IX კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,ინტერნეტი, www.google.ge ,  www.youtube.com, საპრეზენტაციო პროგრამა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1.შევარჩევთ პროექტის თემას და დავსვავთ მის გარშემო კითხვებს
2.ჩამოვაყალიბებთ 6 მოსწავლიან ჯგუფებს,სულ სამ ჯგუფს,შევარჩევთ ჯგუფის მონაწილეებს ისე, რომ ყველა ჯგუფში იყოს ყველა დონის მოსწავლე.


3.ვისაუბრებთ პროექტის შესასრულებლად საჭირო საშუალებებზე, ძიების საგანზე, ხანგრძლივობაზე,გამოსაყენებელ მასალებზე.
4.გავარკვევთ მოსწავლეთა მოვალეობებს, ავირჩევთ ჯგუფების ლიდერებს.
5.პროექტს წარმოვადგენთ საპრეზენტაციო პროგრამით power point-ით.
6.შევქმნით შეფასების რუბრიკას.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოცემული პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა საგნებთან კავშირს ისტორიასთან,სპორტთან,გეოგრაფიასთან.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მარინა ჩინჩალაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: chinchaladze.marina1986@gmail.com
იხილეთ შეფასების რუბრიკა

No comments:

Post a Comment